ასეთები რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში მემგონი ცოცხლად დაგვაჭრიან ხორცებს, მაგრამ ეს ვერ მოხდება – თეა წულუკიანი

194
წაკითხვა/ნახვა

“ისეთი თითის ქნევა ვნახეთ, სააკაშვილს შეშურდებოდა” – ასე შეაფასა კულტურის მინისტრმა 2 მარტს, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა.

“არასამთავრობო სექტორი წარმომადგენელი ისე გამოდიოდა პარლამენტში, რომ წარმოვიდგინე, ეს ადამიანი ერთ დღეს რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, სააკაშვილს შეშურდება, ისეთი აგრესიული იყო.

ასეთები რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში მემგონი ცოცხლად დაგვაჭრიან ხორცებს, მაგრამ ეს ვერ მოხდება”- განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში “იმედი ლაივ”

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან