მოღალატეები და ეკლესიის მაგინებლები – ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს პლაკატებით უპირისპირდება

111
წაკითხვა/ნახვა

ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების დაპირისპირება გრძელდება.

თბილისში, რამდენიმე ადგილზე ამჯერად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს,  ფოტოებზე კი დატანილია წარწერები – ” უსამშობლო მოღალატეები“ და „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“.

მსგავსი ფოტოები თავდაპირველად გამოაკრა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა მას შემდეგ, რაც დაინიცირდა “ხალხის ძალის” კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით, რასაც მათი მხრიდან აღშფოთება და აჟიოტაჟი მოჰყვა.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან