ვშიშობ, რომ ეს იმავე შედეგს მოიტანს საქართველოშიც – ჯინ შაჰინი ე.წ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების კანონპროექტზე

190
წაკითხვა/ნახვა

„ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა.

ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იმავე შედეგს მოიტანს საქართველოშიც.”– განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, როდესაც ისაუბრა კანონპროექტზე უცხო ქვეყნის გავლენების აგენტებთან დაკავშირები, რომელიც “ხალხის ძალის” სახელით დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტში და რასაც არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.

“ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის.” – ამბობს ჯინ შაჰინი.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან