პრეზიდენტმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაგმო კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ (ვიდეო)

108
წაკითხვა/ნახვა

“ჩემ ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [ და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.

აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო.”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან