გიორგი ვაშაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს აგინეს (ვიდეო)

944
წაკითხვა/ნახვა

გრძელდება დაპირისპირება პარლამენტში, რომელიც  “ხალხის ძალის” მიერ წარდგენილ კანონპროექტს მოჰყვა.

დღევანდელ სესიაზე ერთმანეთს “ხალხის ძალის” წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ.

გიორგი ვაშაძემ ყაველაშვილს მოღალატე უწოდა, რასაც მისგან საპასუხოდ გინება მოჰყვა.

ყაველაშვილის თქმით, მოღალატის წოდება მისთვის დედის გინების ტოლფასია.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან