სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა ამერიკიდან გამოუცხადა

100
წაკითხვა/ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა ამერიკიდან გამოუცხადა.

“არავის არ აქვს უფლება წაგართვათ თქვენი მომავალი. ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით, ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში.

მე დავადებ ვეტოს, არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა და მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი და კონსტიტუცია, რომლის გარანტიც მე ვარ.“- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან