ისე, რომ იცოდეთ არ არის ჩვენი შვილი – არჩილ თალაკვაძის მეუღლე განმარტებას აკეთებს

450
წაკითხვა/ნახვა

არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აქციიდან, რომელზეც ითქვა, რომ მისი ქალიშვილია

როგორც ბუბუტეიშვილი განმარტავს, გოგონა ფოტოზე, არ არის მათი შვილი:

“მე და ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის, მისი მეგობრების და ჩვენი ქვეყნის გვერდით ვდგავართ სიყვარულით და ერთგულებით!

შვილებზე შეტევას და ბულინგს მოეშვით, მიუღებელია და სიმდაბლეა. სწორედ ეს არაჯანსაღი რეაქციები იყო საკუთარი შვილისთვის მობოდიშების და შესაბამისი სტატუსის დადების საფუძველი.

ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ! ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი შვილი – მშვიდობა, უსაფრთხოება და საუკეთესო მომავალი ყველასთვის გვინდა და აქ რომელიმე მისი თანატოლის გამორჩევა შეუძლებელია!

მჯერა, რომ “ქართული ოცნება” ასრულდება და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი შვილები აგრესიისგან და ზიზღისგან თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ”- წერს არჩილ თალაკვაძის მეუღლე.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან