10 მარტს პარლამენტი ოფიციალურად გაიწვევს კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტებზე

81
წაკითხვა/ნახვა

10 მარტს, 12:00 საათზე,  საქართველოს პარლამენტში გაიმართება პლენარული სხდომა, სადაც მოხდება კანონპროექტის ჩაგდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილემა მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც უმართავ პროცესებში გადაიზარდა.

პროცედურის თანახმად, ვინაიდან კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, საჭიროა ჩატარდეს მეორე მოსმენაც, სადაც დეპუტატები წინააღმდეგ მისცემენ ხმას ამ კანონპროექტს და მოხდება მისი ჩაგდება.

წერილი  უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაშიც, სადაც მოთხოვნილია, რომ შეჩერდეს მათ მიერ გაგზავნილი დოკუმენტის განხილვა.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან