ამის შემდეგ განვითარებულ ყველა მოვლენაზე, პირდაპირ ნაციონალები და მათი “ენჯეოშნიკები” იქნებიან პასუხისმგებლები

402
წაკითხვა/ნახვა

“ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე აქციის ორგანიზატორებს მიმართავს:

“რომ შევაჯამოთ! კანონის გაწვევას ითხოვდით? თან ამბობდით რომ არაპარტიულები ვართ და ნაცების დედაცო? დაგიკმაყოფილეთ! დაკავებულების გაშვება მოითხოვეთ? სტუდენტები არიან და ნაცები არ აინტერესებთო? დაგიკმაყოფილდათ!

ახლა რას ითხოვთ? ნაცების მობრუნებას? აი მაგ მოთხოვნას შევაკვდებით და ნაცებს ხელისუფლებას არ დავუთმობთ! ხვალ კანონი ჩავარდება!ამის შემდეგ განვითარებულ ყველა მოვლენაზე, პირდაპირ “ნაციონალები” და მათი “ენჯეოშნიკები” იქნებიან პასუხისმგებლები!”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან