ბიძინა ივანიშვილს რაღაც ისეთი დაუდეს ამერიკელებმა, რომ “დაჩმორდა” და ემზადება სერიოზული რევანშისთვის (ვიდეო)

771
წაკითხვა/ნახვა

გია ხუხაშვილის ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი “დაჩმორდა” და ემზადება სერიოზული რევანშისთვის – ამის შესახებ მან 10 მარტს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” დიანა ტრაპაიძესთან სტუმრობისას განაცხადა, როდესაც ისაუბრა კანონპროექტის უკან გაწვევაზე.

“მე არ გამოვრიცხავ, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაღაცა ისეთი ან დაუდეს, ან რაღაც ისეთი უთხრეს ამერიკელებმა, რომ ესეც დამატებითი ფაქტორი გახდა იმისა, რომ კრემლზე მეტად კიდევ რაღაცის შეეშინდა, დაჩმორდა რა”- განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი ამის გამო სერიოზული რევანშისთვის ემზადება.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან