“POSTV”-ის ინფორმაციით, მაია მამულაშვილმა TV “პირველი” დატოვა

859
წაკითხვა/ნახვა

დაუდასტურებელი 


ტელეკომპანია “პოსტვ” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტელეწამყვანმა მაია მამულაშვილმა ტვ “პირველი დატოვა”.

ტელეკომპანიის ცნობით, მელაძე ჟურნალისტებსა და წამყვანებს კატეგორიულად სთხოვდა, ამერიკულ კანონზე უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის თაობაზე, ყოველგვარი შინაარსის განხილვის გარეშე ეწოდებინათ “რუსული კანონი”, რაზეც მამულაშვილმა უარი განაცხადა.

Multimedia.ge ცდილობდა ინფორმაციის გადამოწმებას ტვ პირველში, თუმცა ავტომოპასუხის ჩართვის შემდეგ ზარი აღარ გადის, შესაბამისად დაკავშირება ვერ ხერხდება.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან