Multinews.ge – მულტინიუსი

საზოგადოებრივი ვებ სივრცე

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მწერალი და პოეტი ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მწერალი და პოეტი ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი. ბოლო პერიოდში მას სიმსივნე ჰქონდა, რამაც ჯანმრთელობის პრობლემები მეტად გაურთულა, რის გამოც კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, იმედს არ კარგავდა და სოციალურ ქსელშიც აქტიურობდა.

ნინო ქინქლაძეს შემოსავლის წყარო ფაქტობრივად არ ჰქონდა და კეთილი ადამიანების დახმარებით ახერხებდა მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდას.

მას ძალიან უნდოდა სიცოცხლე, მას არ სურდა ნაადრევად წასვლა, თუმცა……

მისი ბოლო პოსტი 6 დღის წინ გამოქვეყნდა, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდებოდა, რომელშიც ის წერდა:

“ერთი კვირა გავიდა და ისევ მაშველი სამედიცინო გვერდი, ისევ მაშველებს მივყავარ.
მივდივართ.. და ისევ მაშველების უკმაყოფილება .
და ისევ….ინგოროყვა….(კლინიკა)

ისევ ინგოროყვა და უკვე ჩემი საშინელი უკმაყოფილება… რა ვქნა-ისევ ვტირივარ, ისევ უპატრონოდ…ისევ გულგრილობას და იგნორს შეჭიდებული.
ვიცი, იქ, რაც ხდება, ეს უკვე სერიოზული ბრალდებების საგანია და იქნებ, ჩემიც სადმე მოიძებნოს.

მე ფეხზე ვარ და კარგი არაფერი მჭირს …ვტირივარ ეს ავადმყოფი ქალი…ჯერ ავადმყოფობისგან, შემდგომ კი ქართული ჯანდაცვისგან დატანჯული და სულ და გულდაგულ დაცლილი”- წერდა ნინო ქინქლაძე.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *