ზუსტად მათგან მომზადებულმა ახალგაზრდებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები – მირიან ყარაულაშვილი

270
წაკითხვა/ნახვა

მირიან ყარაულაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“უკვე მეტის მოთმენა ჩემს ძალებს აღემატება – ვეღარ დავმალავ და ვეღარ გავჩერდები!
გასულ კვირა დღეს( 5 მარტს!) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადდანიშნულმა (თუ არჩეულმა) რექტორმა, ვანო ხერხემალის მიერ შექმნილი ნაც.მოძრაობის ფსევდოოპოზიციური პარტიის {ქრისტან-დემოკრატიული მოძრაობა} ყოფილმა წევრმა და ამ პარტიიდან თბილისის საკრებულოში 2010-2014 წელს ტრაკდადებულმა “პროფესორმა” ჯაბა სამუშიამ დიდი სტუმართმასპინძლობით სწავლისაგან და მუშაობისგან უქმე დღეს,  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი გაუღო და ყველაზე დიდი აუდიტორია დაუთმო ყოფილ სახალხო დამცველ ლომჯარიას და ამავე უნივერსიტეტის პროფესორს, 2009-2012 წლების პარლამენტის წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” ბატონ ზურაბ დავითაშვილს;

ამ უკანასკნელმა და ყოფილმა ომბუდსმენმა აუდიტორიაში შეკრიბეს წინასწარ შერჩეული რადიკალიზმით გამორჩეული სტუდენტი ახალგაზრდები და მთელი 7 საათის განმავლობაში უტარებდნენ ტრენინგსა და ტვინების გამორეცხვას, თუ როგორ უნდა ემოქმედათ მომავალ დღეებში პარლამენტის წინ დაგეგმილ მიტინგებზე!

ზუსტად მათგან მომზადებულმა ახალგაზრდებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, სხვა საბრძოლო მასალები, იარაღები, პოლიციის ძალებთან დასაპირისპირებლად და დასასახიჩრებლად!

ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ის სისასტიკე და დაუნდობლობა, რითიც ეს რადიკალი ახალგაზრდები გამოირჩეოდნენ! მათი ქმედების შედეგად, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ გამოსვლაში ტვ”იმედის” ეთერში განაცხადა, დასახიჩრდა და დაიწვა 50-ზე მეტი პოლიციელი, რამდენიმე მათგანი გადაურჩა ცოცხლად დაწვას!

თითქოს ეს ჩვეულებრივი ხდომილებაა ამ ჩვენს არეულ ქვეყანაში, მაგრამ … ყველაზე არაჩვეულებრივი და გულისამრევი ისაა, რომ ამ ბატონი პროფესორის ღვიძლი დისშვილი ბრძანდება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, პარლამენში შეყვანილია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიით!

ვინ უნდა აგოს პასუხი ამ უბედურებაზე , რაც ამ სტატუსში აღვწერე?! თუ მე რაიმე არაზუსტად დავწერე, მაშინ მომთხოვეთ პასუხი ცილისწამებაზე, თუ სწორად დავწერე – მაშინ ამ ჩამოთვლილ ქვეყნის დამანგრევლებს მოსთხოვეთ სათანადო პასუხი!

განაღდებული აქვთ “წარმატება” : – თუ ნაც.მოძრაობა გაიმარჯვებს, ბიძა აღზევდება ისევ, თუ “ქართული ოცნება” გაუძლებს ზეწოლას – ბიძის ღვიძლი დისშვილი დაიცავს ბიძას ზედმეტი შეკითხვებისგან!

როდემდე უნდა აკეთოთ უმადური და საძრახისი საქმეები ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საზიანოდ და გასანადგურებლად?

დაანგრევენ ესენი ამ გზით ქვეყანას, გაანადგურებენ ისედაც განადგურებულ და გავერანებულ გენეტიკურ კოდს და საქართველოს მომავალს”– წერს მირიან ყარაულაშვილი.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან