პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

126
წაკითხვა/ნახვა

“კონსერვატიული მოძრაობის”  ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ შეკრება გამართეს, რომელიც მიმართული იყო საქართველოში მოქმედი ე.წ ლიბერალური ძალებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ლიდერებმა ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა. მათი თქმით, უპირველესია საქართველო.

შეკრება თავდაპირველად სააკაძის მოედანზე დაიწყო და მსვლელობით გაგრძელდა პარლამენტთან, სადაც ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ. მათი განცხადებით, ლიბერალურ ფლანგს არ მისცემენ უფლებას, რომ საკუთარი დღის წესრიგი შექმნან და ლიბერალური დიქტატურა დაამყარონ.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან