რუსეთი არ მონაწილეობს რომის სტატუტში და სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილია – მარია ზახაროვა

208
წაკითხვა/ნახვა

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით”– განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ჰააგის სასამართლოს მიერ, ვლადიმერ პუტინისა და ბავშთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ გაცემულ ორდერთან დაკავშირებით.

“რუსეთი არ მონაწილეობს ICC-ის რომის სტატუტში და არ ეკისრება მასზე ნაკისრი ვალდებულებები,  რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და დაპატიმრების შესაძლო „რეცეპტები“, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოდან მოდის, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“- აღნიშნა ზახაროვამ, რომლის კომენტარსაც რუსული გამოცემა “რია-ნოვოსტი” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა, უკრაინაც არ არის რომის სტატუტის წევრი.

ამ თემაზე:

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და მარია ალექსეევნას დაპატიმრების ორდერი გასცა

 

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან