ჩვეულებრივი ჩონჩხია, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა – გიული ალასანია

159
წაკითხვა/ნახვა

გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედი”-ს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა მისი შვილის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზეც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე”, – თქვა გიული ალასანიამ.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან