ვესაუბრე “წუნა და წრუწუნას” ერთ-ერთ მხატვარს. წლებია მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, სიკვდილის გარდა აღარაფერს ველოდებიო – ზაკ მირიანაშვილი
ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი სევდიან ამბავს წერს სოციალურ ქსელში, რომელიც ცნობილი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის, წუნა და წრუწუნას მხატვარს ეხება. როგორც ვიგებთ, ის წლებია უკვე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, ეტლს არის მიჯაჭვული და სიცოცხლის ხალისიც დაკარგული აქვს. “ვესაუბრე “წუნა და წრუწუნას” ერთ-ერთ მხატვარს. წლებია მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მითხრა, ვიღას ახსოვს ჩვენ რას ვაკეთებდით, ახლა ბავშვები 10 წუთში ქმნიან…
