
მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს, ცხოვრება არავის უნდა გადაუწყვიტო ასე! გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები – ჩინარა კოჯაევა
დღეს გთავაზობთ საქართველოში დაბადებული და მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგონას, ჩინარა კოჯაევას ფეისბუქ პოსტს, რომელიც არასრულწლოვნების იძულებით ქორწინებას ეხება. ჩინარას პოსტი ასევე ეხმიანება 2 დღის წინ, 14 წლის გოგონას მკვლელობას, რომელიც მოიტაცეს და მისმა ეგრედწოდებულმა მეუღლემ იარაღით მოკლა. “მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს. სკოლიდან დაბრუნებულს, მოულოდნელად სახლში სტუმრები დამხვდნენ, ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსულები. ვინ მომისმინა…