“დეიდა ნატო” – მსახიობ ციცინო ციციშვილს დღეს 89 წელი შეუსრულდა

დეიდან ნატო – ყველას გახსოვთ ეს პერსონაჟი ფილმიდან “სხვისი შვილები”, რომელსაც, პროფესიით ქიმიკოსი, ციცინო ციციშვილი ასრულებს. დღეს მას დაბადების დღე აქვს და 89 წელი შეუსრულდა.

“სხვისი შვილები” იყო სადებიუტო ფილმი, რომელსაც ციცინო ციციშვილმა შესანიშნავად გაართვა თავი.

წარმატებულ დებიუტს მოჰყვა ერთ-ერთი მთავარი როლი ლანა ღოღობერიძის კინონოველაში „თავადის ქალი მაია („ერთი ცის ქვეშ“.)

1981 წელს შეასრულა პატარა როლი, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს ფილმში „ცხელი ზაფხულის სამი დღე“

„სხვისი შვილების” გადაღება ერთ-ერთი ნათელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმდენად კეთილგანწყობილი ატმოსფერო სუფევდა, რომ მე, რომელსაც წარმოდგენა არ მქონდა რა არის კინო, გადაღება და არტისტობა, არ გამჭირვებია. ამაში გადამწყვეტი როლი, რა თქმა უნდა, თენგიზმა ითამაშა.

ჩემს ნამუშევარს ისე აფასებდა, ისე მაგულიანებდა, მათამამებდა, რომ მეც დავიჯერე, თითქოს რაღაცის გამკეთებლი ვარ და რაღაც შემიძლია. თუ რამე გამომივიდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თენგიზმა არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა.
გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფილმი ჩემი შვილია” – ამბობს ციცინო ციციშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

Multimedia.ge ულოცავს იუბილეს ქალბატონ ციცინოს.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *