სჯობს, ბავშვმა ცელქობით და თამაშით, თუნდაც დაანგრიოს და აურიოს სახლი, ვიდრე, ამის სანაცვლოდ, ტელეფონი მიაჩეჩოთ ხელში და დაუნგრიოთ ცხოვრება

სჯობს, ბავშვმა ცელქობით და თამაშით, თუნდაც დაანგრიოს და აურიოს სახლი, ვიდრე, ამის სანაცვლოდ, ტელეფონი მიაჩეჩოთ ხელში და დაუნგრიოთ ცხოვრება!

ტელეფონზე დამოკიდებულებით, ბავშვს უძნელდება რაიმე ქმედების განხორციელება, ამ დროს მისი გული და ტვინი ტელეფონისკენ მიიწევს, რა დროსაც ნერვული სისტემა იწყებს გააქტიურებას, იწყება შფოთვა, რომ დროზე დაუბრუნდეს ტელეფონს და მისთვის მიცემულ დავალებას ზერელედ, ან საერთოდ არ ასრულებს.

ნელდება ადამიანებთან პირდაპირი ურთიერთობაც, ბავშვი იკარგება რეალობასა და ვირტუალურ რეალობაში

ნელდება ხელით წერის უნარიც, ამიტომ, ხშირად თუ არა, პერიოდულად, დაისვით თქვენი შვილი და მიაჩვიეთ, რომ ხელით წეროს, ხატოს, ან რამე ხელსაქმით დაკავდეს.

თუ უკვე დამოკიდებულია ტელეფონზე, ასე ერთი ხელის მოსმით და უხეშად ნუ ეცდებით მის ჩამოშორებას, არც ის უთხრათ, რომ უკრძალავთ, უბრალოდ, ნელნელა, არაპირდაპირ, რაიმე ფორმით მოწყვიტეთ მობილურს.

გაფილტრეთ Youtube, ვინაიდან ამ პლატფორმაზე ბევრი არასასარგებლო და “ტვინის მრეცხავი” ვიდეოებია, რომლებსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია და ის ბავშვებს ერთგვარ “ზომბებად” აქცევს.

გარდა მენტალურისა, ბავშვს სერიოზული პრობლემა ექმნება ხერხემალზე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ისინი მოხრილ მდგომარეობაში სხედან და ასე უყურებენ ტელეფონს

არაფრის მომცემი და პირდაპირი მნიშვნელობით ტვინის გამომრეცხავი ვიდეოები, რაც ბავშვებს მომავალს უნგრევს.

თუ საშუალებაა, ხშირად გყავდეთ ბუნებაში, სოფელში, ჰაერზე

ტელეფონის ნაცვლად სიმშვიდეს, ქაოსი და ჯანმრთელი შვილი გერჩივნოთ!

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *