Multinews.ge – მულტინიუსი

საზოგადოებრივი ვებ სივრცე

მსახიობ ნანი ჩიქვინიძეს 75 წელი შეუსრულდა

ყველასთვის ცნობილ და საყვარელ მსახიობ ნანი ჩიქვინიძეს დღეს 75 წელი შეუსრულდა. მისი სამსახიობო კარიერა ღარმა ბავშვობიდან იღებს სათავეს და მაყურებელს სწორედ აქედან დაამახსოვრა მისი თავი.

დაიბადა 1949 წლის 31 აგვისტოს თბილისში.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია.

მონაწილეობდა სპექტაკლებში: “პროვინციული ამბავი” (ზიზი), “ჯაყოს ხიზნები” (მარგო), “სეილების პროცესი” (ელიზაბეტი), “მეფე ლირი” (რიგანი) და სხვ.

კინოფილმებში: “მაგდანას ლურჯა”(კატო), “სხვისი შვილები”(ლია), “ნუ გეშინია დედა” დედა), “თამუნია” (თამუნია) და სხვ.

სატელევიზიო სპექტაკლებში: “კუკარაჩა”(დედა), “მარადისობის კანონი”(დედა), “ჩვენებურები”(ზენარი) და სხვ.

Multimedia.ge ულოცავს ნანი ჩიქვინიძეს 75 წლის იუბილეს.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *