Multinews.ge – მულტინიუსი

საზოგადოებრივი ვებ სივრცე

იტალიელმა მამაკაცმა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგონა დაიჭირა და გადაარჩინა

ახალგაზრდა იტალიელმა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგონა გადაარჩინა. შემთხვევა 26 აგვისტოს, იტალიაში, ქალაქ ტურინში მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, 37 წლის მატია აგუცი პურის მაღაზიასთან იმყოფებოდა, რა დროსაც გაიგონა მამაკაცის ყვირილი აივნიდან, რომელიც შველას ითხოვდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა აივნიდან გადმოვარდნილი ბავშვი ჰაერში დაიჭირა და როგორც ის ამბობს, სპეციალურად მოემზადა, რითაც დარტყმის სიმძიმე შეამცირა და ორივე მიწაზე დაეცა.

მატია აგუცი ამ თემაზე SKY 24″-ის ჟურნალისტს ესაუბრა:

“მე გავიგონე მამაკაცის ყვირილი, როდესაც დაინახა პატარა გოგონა, რომელიც ზღურბლზე იყო მიყრდნობილი. პატარა გოგონა უფრო და უფრო იხრებოდა და ძვრებოდა ფანჯრის რაფაზე, მხოლოდ ორი ხელით ეჭირა და ფეხები ჰაერში ჰქონდა. დავიწყე ყვირილი, რომ შიგნით შებრუნებულიყო, მაგრამ მან არ გაიგო.

როდესაც დავინახე მისი ვარდნა, გზას გავუდექი, თვალები დავხუჭე და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ იქნებოდა, მე დავბლოკე იგი დარტყმის შემცირებით და ორივე მიწაზე დავეშვით.

თავდაპირველად სიცოცხლის ნიშანს არ ვგრძნობდი, შემდეგ ბავშვმა ტირილი დაიწყო და შვებით ამოვისუნთქე.”– ამბობს მატია აგუცი “Sky24″-თან საუბრისას.

საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა, გოგონამაც და მისმა გადამრჩენელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდარს გამოეხმაურა იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი, რომელმაც სოციალურ ქსელ “X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) სამადლობელი ტექსტი გამოაქვეყნა:

“ტურინში, მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონას გადმოვარდნა შესაძლოა ტრაგედიად ქცეულიყო, მატია ავგუსტის ოპერატიულობით, რომელმაც დაინახა გოგონას გადმოვარდნა, ჰაერში დაიჭირა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა. დიდი მადლობა და პატივისცემა ამ ახალგაზრდას”– წერს ჯორჯია მელონი.

 

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *