ქართველი Youtube-ერი მარიამ ნანობაშვილი (მარიამ ბლანკი) 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარიამს 2019 წელს სინოვიური სარკომას დიაგნოზი დაუსვეს, 2 წელში კი მკლავის ამპუტაცია ჩაუტარდა, შემდეგ იყო ქიმიოთერაპიის კურსები, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვლოგერობის გარდა მარიამი იყო სამოქალაქო აქტივისტი, ქმნიდა ხელნაკეთ ნივთებს და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, შემართებით ცხოვრობდა. ის ცდილობდა, რომ მისი ტკივილი დაემალა, ხოლო მაყურებლისთვის მხოლოდ დადებითი განწყობა შეექმნა და უფრო მეტი მოტივაცია მიეცა.
მარიამმა საკუთარ ჯანმრთელობაზე ბოლო პოსტი 2023 წლის 26 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა:
“სახის არეში სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტი არის ლორწოვანის სიმშრალე.
მაარაა, სიმშრალეც არის და სიმშრალეც.
მთელი ხახა, ლოყები, ენა, ყელი, საყლაპავი მაქვს როგორც საჰარა. ორი წმუკი ნერწყვი ვერც ერევა და მგონია აგურის ნატეხებს ვყლაპავ.
წყალი და თბილი სასმელები კიდე მაძლევს შვებას, მაგრამ რადგან მგრძნობელობა მაქვს დაქვეითებული და ყველაფერი გამომშრალი, ამის გამო ყლაპვის რეფლექსი ცოტა გამიშტერდა და ხან საკუთარი ყლუპი მახრჩობს, ხან მისი არარსებობა, იშვიათი ქვესთია მართლა.
ნუ, იმას აღარ მოვყვები, რომ ვერაფერს ვჭამ მყარს, მყარი იქით იყოს და თხევადი საჭმელიც კი მწირი სიაა, რაც ტკივილს არ მაყენებს ასეთია სხივების შემდგომი “მხიარულება” – წერდა მარიამი.
იხილეთ მარიამის ვიდეო მისი არხიდან:
გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი