“როდესაც ფეხზე დგას, ტკივილისაგან თვალებს ხუჭავს და ცრემლები მოსდის” – მანანა ხურვალეთიდან

თბილად შეფუთნულ და მომღიმარ ბებოს მანანა ჰქვია… დახუჭული თვალები ცუდ დროს გადაღებული ფოტოს ბრალი არ არის, უბრალოდ, როდესაც ფეხზე დგას, ტკივილისაგან თვალებს ხუჭავს და ცრემლები მოსდის.”- წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე სანდრო ელოშვილი და გვიამბობს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, მარტოდ მცხოვრებ ქალზე.

“მანანა სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს, მისი მეზობლები კი არიან მიტოვებული სახლები, მავრთულხლართები, მტრის ჯარისკაცები, შიში და სიჩუმე…
პენსიას საპატრულოდ შესულ პოლიციელებს ატანს, რომ წამლები უყიდონ… ტკივილგამაყუჩებლები.

მისი ცხოვრება კი რამოდენიმე ქათამი, პატარა ბოსტანი და ეზოში მორბენალი მსუქანი ძაღლია, რომელიც არ იყეფება და როცა ადამიანს ხედავს, ზურგზე წვება, რომ მოეფერონ…
მანანას ნათესავები ჰყავს “სამშვიდობოს”, ამბობს: თავისთან გადასვლას მთავაზობენო, მაგრამ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და სახლს ვერ დავტოვვებო.

გამოდის რომ მანანას სახლი უკანასკნელი საგუშაგოა საოკუპაციო ხაზთან… მანანა და მისი მსუქანი ძაღლი კი ჩვენი ქვეყნის მესაზღვრეები, უკანონო “საზღვართან” 
8 აგვისტოს, ომიდან 15 წლის თავზე, როდესაც შესულები ვიყავით სოფელ ხურვალეთში, თქვენგან გატანებული საჩუქრებით და ტკბილეულით, ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ დღეს თუნდაც ერთი წუთით ყოფილიყვნენ გახარებულები სამაჩაბლოში მცხოვრები ქართველები… რა თქმა უნდა მანანასთანაც მივედით, მტრის ჯინაზე ვიმღერეთ და ვიხმაურეთ, მის სახლს ხომ პირდაპირ ხედავენ ოკუპანტები.

მის ამ თბილ და მომღიმარ სახეს კი მაინც ცრემლები ასველებდა… ძნელია გაუძლო ტკივილს… ამ განწყობით დავბრუნდით უკან და გზაში მე და სოფოს გაგვიჩნდა იდეა… მოდი გავუკეთოთ ოპერაცია!

პოსტის დადება მინდოდა, ფოტოებს ვარჩევდი და რადგან იმ დღეს არ გადაგვიღია, არქივში მანანას ეს ძველი ფოტო ვიპოვნე…

ზუსტად მახსოვს, ორი წლის წინ, ზამთარშია გადაღებული, 29 დეკემბერს… რა დამავიწყებს, დილა იყო, მეგობრებთან ერთად ხურვალეთში წასასვლელად ვემზადებოდით, როდესაც საავადმყოფოდან დარეკეს და თქვეს რომ ბებიაჩემი ნათელა გარდაიცვალა… ვრჩებოდი, მაგრამ დედაჩემმა მითხრა წადიო… ბებოს ვეღარაფერს უშველი და იქ შეიძლება ვინმეს სჭირდებიო.

ჩემი ბებოც ვეღარ დადიოდა ბოლო წლები… ლოგინად იყო ჩავარდნილი.

ამ ფიქრებში პოსტი დავდე და მალევე ერთმა ძალიან მაგარმა ექიმმა და ძალიან მაგარმა ადამიანმა, ითავა ოპერაციის გაკეთებაც და მთელი კლინიკის ხარჯებიც…
სამწუხაროდ სახელს და კლინიკას ვერ ვამბობთ… გვითხრა, თუკი საჯაროდ ვახსენებდით, არ უმკურნალებდა მანანას… ასეთი ქართველებიც გვყავს, უთქმელი და უსახელო გმირები!
სამი თვე გავიდა, ანალიზები, პროცედურები, მომზადება… ამ კვირაში მანანას ოპერაციას გაუკეთებენ.

ახლა ჩვენგან რაც არის სჭირო, ოპერაციის შემდგომ მანანას ორი კვირით მასპინძლობა თბილისში, მისი მოვლა, კვება, წამლები…
ეს ადგილი ახლოს უნდა იყოს კლინიკასთან, რომ ექიმებმა მოინახულონ ყოველდღე.

დღიურად რომ ქირავდება ბინები, ხომ იცით? რომანტიკული წყვილებისთვის, ანდა ნარკოტიკული თრობისთვის… მაგის მფლობელებმა ავადმყოფს ვერ შემოგაყვანინებთ სახლშიო… 
მაგრამ მოვძებნეთ ძალიან მაგარი, მყუდრო და პატარა სასტუმრო, მეპატრონემ გულთან მიიტანა ეს ამბავი და მართლა ძალიან დიდი ფასდაკლება გაგვიკეთა…
მეგობრებო!  მოდით სხვისთვის თუ არ გვემეტება, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ერთი დღით უარი ვთქვათ ერთ კოლოფ სიგარეტზე, ერთ ბოთლ ლუდზე, ერთ შაურმაზე, ერთ ტაქსით მგზავრობაზე…

ბევრნი თუ ვიქნებით, მანანა ძალიან კარგად იქნება, გადაყრის ყავარჯნებს და ახალ წელს ფეხზე მყარად იდგება…  ხურვალეთში არც ფოიერვერკები იქნება და არც ჟრიამული… მავრთულხლართებს მიღმა თუ გაისვრიან ავტომატის ჯერს ოკუპანტები…

მანანა და მსუქანი ძაღლი კი იდგებიან საქართველოს “ბოლო” ეზოს ჭიშკართან და უყარაულებენ ჩვენს ქვეყანას.”- წერს სანდრო ელოშვილი და აქვეყნებს საბანკო რეკვიზიტებს ქალბატონ მანანას დასახმარებლად.

#GE32TB7609945061600014 თი ბი სი

#GE54BG0000000161381454 საქართველო

პირადი ნომერი: 01017019229

ალექსანდრე ელოშვილი

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *