პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

98
წაკითხვა/ნახვა

პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი  და წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილზე ვითარება დაძაბულია, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

საპროტესტო აქცია მოჰყვა კანონპროექტის განხილვას უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

შემდეგი ეტაპია ამ კანონის გადაგზავნა ვენეციის კომისიაში, ამის შემდეგ უკვე მოხდება საკითხის გატანა მეორე მოსმენაზე, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს.

აქციაზე გასვლისკენ მოქალაქეებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოუწოდეს.

ვითარება ყოველ წუთში იცვლება.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან