12 წლის წინ ლიბერთი ბანკმა დანერგა პლათფორმა pay.ge რომელიც დღემდე თითოეულ ჩვენგანს უმარტივებს გადარიცხვებისა და ისეთი კომუნალურების გადახდის პროცესს, როგორებიცაა –
-
- თელმიკო;
- Gwp;
- დასუფთავების სამსახური;
გარდა კომუნალურებისა, pay.ge-ის პლათფორმის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ასევე გადაიხადოთ
- აზარტული თამაშების ხარჯები;
- ჯარიმებისა და სახელმწიფო სერვისების გადასახადები;
- საფინანსო მომსახურეობა;
- ინტერნეტი/ტელევიზია/ტელეგონის გადასახადები;
რაც მთავარია pay.ge-მ თავის მომხმარებლებს MasterCard-თან თანამშრომლობითა და პარტნიორობით განსაკუთრებული და სასიხარულო პირობები შესთავაზა. კერძოდ კი PAY.GE-ის ყველა სახის სერვისის ხარჯების დაფარვას, ნებისმიერი ბანკის Mastercard-ის ბარათით 0%-იანი საკომისითი შეძლებთ.
მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოების პოლიტიკა
სს „ლიბერთი ბანკი“ სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, მომართულია იყოს სრულ შესაბამისობაში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან. მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში – პოლიტიკა) სრულად ვრცელდება ბანკზე და ეფუძნება მონაცემთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპებს.
პოლიტიკა უზრუნველყოფს ევროპის კავშირის მონაცემთა დაცვის დირექტივის და საქართველოს კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დაცვის ადეკვატურ დონეს მონაცემთა შიდა და ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლის დროს, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს მონაცემთა დაცვისათვის აუცილებელი შიდაეროვნული კანონმდებლობა.
ლიბერთი ბანკი იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, შემთხვევითი ან განზრახი მანიპულაციებისგან, დაკარგვის და განადგურებისგან.
ლიბერთი ბაკი იღებს ვალდებულებას –
- ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მაქსიმალურად უზრუნველყოს ყველა მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების დაცვა;
- საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, მიიღონ ყველა შესაძლო ტექნიკური, ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომა , იმისათვის, რომ მომხმარებლისგან მოპოვებული მონაცემები დაიცვნა უკანონო დამუშავებისგან, უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან/და განადგურებისგან;
- მომხმარებლის მონაცემებს დაამუშავონ მხოლოდ იმ კონკრეტული მიზნებისთვის, რისთვისაც შეგროვდა ინფორმაცია;
- მომხმარებლის მონაცემები დაამუშავონ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და მომსახურების სრულყოფილად განსახორციელებლად;
თუ გადასახდელი გაქვთ ისეთი კომუნალური სახის გადასახადები, როგორებიცაა – თელმიკო ან თბილისი ენერჯი, უკვე იცით თუ როგორ შეგიძლიაღ მარტივად და ამასთანავე სახლიდან გაუსვლელად დაფაროთ ისინი. ამისათვის საკმარისია ეწვიოთ PAY.GE-ის ოფიციალურ ვებ გვერდს https://pay.ge/ აირჩიოთ სასურველი კატეგორიის გადასახადი, მაგალითად კომუნალურები და მიუთითო სასურველი პროვაიდერი, მაგალითად თელმიკო ან თბილისი ენერჯი და რამდენიმე უმარტივესი საფეხურის გავლით დაფაროთ ისინი.
სულ ესაა, სწრაფად და მარტივად!
გისურვებთ წარმატებებს!
გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი