დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინიდან ჩამოვიდნენ „ნაცმოძრაობის“ მომხრეები – გიორგი ვოლსკი

245
წაკითხვა/ნახვა

„ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ საზოგადოებაში სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით, მაგრამ მეორე და საკმაოდ საყურადღებო თემაა, ვფიქრობ შემაშფოთებელიც, ვინაიდან არის ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდებისა მზადდება სწორედ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პროცესების განვითარებას როგორმე ხელი შეუშალონ. ამაში მოიაზრება ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ახლა, ამ მომენტში ხაბეიშვილი, და არა მარტო ხაბეიშვილი, უდგას სათავეში,“ -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რეალურად ამ პროცესების განვითარებას ემსახურება დეზინფორმაცია, თითქოს სუსის წარმომადგენელი ვიღაცას დაესხა თავს, თითქოს მომწამლავი გაზი გაუშვეს და ა.შ. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ჯგუფი უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“, მომხრეები ჩამოვიდნენ, ესენი არიან მებრძოლები, რომლებიც ამ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან, რომ ეს რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და სამოქალაქო ომში, ჭყლეტაში, რაღაც დაპირისპირებაში და ის ორი „ტრუპის“ თემა კიდევ შემოვიდეს დღის წესრიგში, საქართველო დაინგრეს. დესტაბილიზაცია, რაზეც ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობთ, იყოს დღის წესრიგში და განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ინტერესებს რომელიც საქართველოს გააჩნია.“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან