პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი და უმცროსი ექიმი სალომე ჩიკვაიძე – სწორედ ამ ადამიანებმა გადაარჩინეს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც გული ჰქონდა გაჩერებული.
“გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მოხდა პაციენტის მონიტორზე აყვანა და დაწყებულ იქნა პროტოკლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ტუმბო, რომლის მეშვეობით აღდგა რითმი, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია. პაციენტი სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.”- წერს ფეისბუქ გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”
და კიდევ ერთი და მთავარი – სასწრაფოს მძღოლი სიმონ მამაიაშვილი, სასწრაფოს მძღოლი, რომლის გარეშეც ეს წარმატება არ იქნებოდა.
გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი