მომღერალმა სელინ დიონმა, რომელიც უიშვიათეს დაავადებას “ხისტი ადამიანის სინდრომს” ებრძვის, პარიზის ოლიმპიადა გახსნა და ცოცხლად იმღერა.
ეს არის დაავადება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, მილიონ ადამიანში ერთს ემართება.
მისი ძირითადი სიმპტომებია კუნთების დაჭიმულობა, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი, სხეულის პარალიზება, ხმის დაკარგვა და გაშეშება, თუმცა, ამის მიუხედავად, მომღერალმა დასახულ მიზანს მიაღწია და სცენაზე გამოვიდა.
ის კვლავაც აგრძელებს რეაბილიტაციას და დაავადების მართვას, ვინაიდან, მისი განკურნების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს და მხოლოდ მისი მართვაა შესაძლებელი, ისიც დიდი შრომისა და პაციენტის გამძლეობის ფასად.
სელინ დიონის დღევანდელი გამოსვლა დიდი მაგალითია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უიშვიათეს დაავადებას ებრძვის.
ასევე იხილეთ კადრები, რომელშიც სელინ დიონი ღონისძიების დაწყებმადე, თაყვანისმცემლებს ხვდება
გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი